შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც საგასტროლოდ იმყოფებოდა მსოფლიოში ცნობილ ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე და უპრეცენდენტო წარმატება ხვდა წილად. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლისათვის "ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს~ ქართულ დასს სამი პრიზი მიენიჭა - 1 ადგილი, ინტერნეტ გამოცმების სპეციალური პრიზი და საუკეთესო დასი.
თეატრის დასი შოტლანდიიდან ხვალ, 1-ელ სექტემბერს დაბრუნდება.
უკვე მეორე წელია, რაც ქართული თეატრის განვითარების მიზნით, რუსთაველის თეატრი თანამშრომლობს ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრთან და ბრიტანეთის საბჭოსთან და სწორედ მათი ერთობლივად განვითარებული პროექტის ფარგლებში 2009 წელს თეატრს ეწვია ინგლისელი, ნოვატორი რეჟისორი ალეკი ბლაითი. ბრიტანეთში ეს ქალბატონი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ინოვაციური მიმდინარეობის ,,ვერბატიმის თეატრის წამყვანი ოსტატი. ის შეხვდა წეროვანში მცხოვრებ, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას და სწორედ მათი მონათხრობის მიხედვით აიგო ექსპერიმენტული სპექტაკლის სიუჟეტი. მონაწილეობენ: მარინა ჯანაშია, თემიკო ჭიჭინაძე, ედმონდ მინაშვილი, ლაშა ოყრეშიძე, ქეთი სვანიძე.
სპექტაკლით დაინტერესებულია შოტლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზღვრებს გარეთ~ (ბეყონდ ბორდერს), რომელმაც გაუწია პროდიუსირება ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ,,ფრინჯი~ და ასევე განაგრძობს პროდიუსირებას თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც.
,,ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს~ ჩაჯდება თეატრის რეპერტუარში და ქართველ მაყურებელს ექნება მისი ნახვის საშუალება.