მოსწავლეთა არასაკმარისი კონტიგენტის გამო ბულგარეთში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ მცირე, 20 სკოლა დაიხურება. ქვეყნის განათლების მინისტრ სერგეი იგნატოვის განცხადებით, სკოლების ლიკვიდაცია არ განხორციელდება. ისინი შენარჩუნდება და შესაძლებელია დროებით იჯარით გაიცეს, მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით გამოსაყენებლად.
მინისტრის განმარტებით, არსებული დემოგრაფიული კრიზისის მიზეზს წარმოადგენს, რასაც ქვეყანა უახლოეს 3 წელიწადში უფრო მეტად იგრძნობს და უფრო მეტი სკოლა დაიხურება.