რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვალადიმერ პუტინი ჭორებს, რომ ქვეყანის კვლავ ის მართავს, "ნაბოდვარს" უწოდებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინმა სადილზე განუცხადა.
"სრული ბოდვა, რომ თითქოს მე ვაგრძლებს ქვეყნის მართვას", - აღნიშნა პუტინმა და განმარტა, რომ ის შიდა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული.
"მე მომბეზრდა საგარეო პოლიტიკა, თუმცა თუ საგარეო პოლიტიკა ძლიერია, ძლიერია შიდა პოლიტიკაც. თვისობრივად მთელ სამუშაოს დიმიტრი მედვედევი ატარებს. რატომ უნდა ჩავერიო? ეს ჰობი არ არის. ვერ ვხედავ ისეთ რამეს, რასაც შეიძლება საფრთხე გამოეწვია. პრეზიდენტი დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს. მე შემიძლია მას დაურეკო, მან - მე, ჩვენ შეგვიძლია ვითათბიროთ. ხშირად ერთად განვიხილავთ საკითხებს. უშიშროების საბჭოზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მაგარამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ყოველთვის მას აქვს", - განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე - პრემიერი ფიქროებს თუ არა, რომ აუცილებელია შეიცვალოს ხელისუფლების მუშაობა, პუტინმა აღნიშნა: "მე და მედვედევი ვფიქრობთ ამის შესახებ. არის საკითხები, რომლებიც, ალბათ, უნდა შეიცვალოს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მუშაობის წესში რამეს ცვლი, მაშინ იწყება ბრძოლა. თუ ახლა ჩვენ დავიწყებთ რამის შეცვლას, ამასობაში 2012 წლის აპრილიც მოვა".