"ლუკოილის" პრეზიდენტმა პოსტი დატოვა. ვაგიტ ალეგპეროვმა თანამდებობა "ლუკოილ ოვერ ოვერსიიზ"ის პრეზიდენტის ანდრია კუზიავას სასარგებლოდ დატოვა.
აზერბაიჯანული წარმოშობის ვაგიტ ალეგპეროვს კომპანიის აქციათა 20,54 %-ი ეკუთვნის და მას 1-ელ სექტემბერს 60 წელი უსრულდება.
თავად ალეგპეროვი გეგმავს, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოში დაიკავოს ადგილი, რომელსაც ვალერი გრაიფერი მალე გაათავისუფლებს. ალეგპეროვი კომპანიას მისი დაარსების დღიდან, 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ "იუკოსისგან" განსხვავებით, "ლუკოილმა" მოახერხა საგადასახადო სამსახურის პრეტენზიები აეცილებინა თავიდან, რომელივ სამსახურს პუტინის პრეზიდენტობისას საერთოდ ნავთობსექტორზე გააჩნდა. პრეტენზიების პიკისას "ლუკოილმა" ბიუჯეტში 1 მლრდ. დოლარით მეტი შეიტანა. ალეგპეროვი სიამაყით აცხადებდა, რომ მისი კომპანიის მართველობაში არც ერთი რუსი არ იყო, უკრაინული წარმოშობის რუსების გარდა.