ავღანეთში ნატოს ბაზაზე თავდასხმისას 30-ზე მეტი ბოევიკი გაანადგურეს. ამის შესახებ განცხადება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
მათი ინფორმაციით, რადიკალური ორგანიზაცია "თალიბანის" ბოევიკებმა ავღანეთში, ქალაქ ხოსტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე მიიტანეს იერიში, რომელთაც ნატოს ჯარებს ცეცხლი ყუმბართმტყორცნებიდან და სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს.
ამასთან, ბაზასთან აღმოაჩინეს ორი ავტომობილი, რომლიც ცეცხლსასროლი იარაღით და ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო სავსე.
ნატოს წარმომადგენელის განცხადებით, ერთ-ერთი მოკლული ბოევიკის ვინაიობა უკვე დადგენილი. კერძოდ კი მუდასირი "ალ-ქაიდას" დაჯგუფების წევრია და იგი პაკისტანში მომხდარ ტერაქტშიც იღებდა მონაწილეობას.