ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დასავებულია ორი ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.