სუდანში ორი რუსი პილოტი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" სუდანის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რუს პილოტებს, რომლებიც სუდანის ავიაკომპანია "ბადრ აერლაინზში" მუშაოდნენ გამტაცებლები ქალაქ ნიალას პროვინცია დარფუსში თავს გუშინ საღამოს დაესხნენ.
სუდანის უშიშროების სამსახურმა თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, მიმდინარეობს თავდამსხმელების სამძებრო ოპერაცია.