დაღესტანის ხივ ხივესკოვის რაიონში უცნობმა პირებმა მილიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინციდენტი დღეს, 06:00 საათზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს თავდამსხმელების სამძებრო ოპერაცია.