რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკის და "მენატეპის" ყოფილი შეფის პლატონ ლებედევის მეორე პროცესთან.
"ის დამსახურებულ სასჯელს იხდის. თავისუფლებაზე გამოვა და იქნება თავისუფალი ადამიანი. მე იგი კუთხეში არ მიმიწყვდევია", _ განუცხადა პუტინმა გაზეთ "კომერსანტს".
პუტინმა აღნიშნა, რომ იგი გაკვირვებული დარჩა, როდესაც გაიგო მერე პროცესის შესახებ. "მაგრამ ვინაიდან პროცესი მიდის ე.ი. კანონიდან გამომდინარე, არსებობს მისი აუცილებლობა"- აღნიშნა პუტინმა.