პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ქალაქ პეშავარში ექსპრემისტებმა დაზვერვის ადგილობრივი განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს.
ცნობილი ხდება, რომ ბოევიკებმა მოახერხეს, დაცულ შენობათა კომპლექსში შესვლა, რომლის ახლოსაც აშშ-ს საკონსულო იმყოფება.
მოხდა რამოდენიმე აფეთქება, რის შემდეგაც აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა პოლიციამ საგანგებო დაცვის ქვეშ აიყვანა.
შემთხვევის ადგილს სპეცსამსახურებმა ალყა შემოარტყეს. შენობაში რომელზედაც თავდასხვა განხორციელდა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი რამოდენიმე პირი იმყოფებოდა და მათი დაკითხვა მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის ინცინდენტის შედეგად დაღუპულებსა და დაჭრილებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხვა სავარაუდოდ თალიბების ექსტრემისტულმა მოძრაობამ "ტეჰრიკ-ი-ტალიბან პაკისტანმა" მოაწყო".