მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) უფროსის მოადგილე გენერალ მაიორი იური ივანოვი დაიღუპა.
გენერალ-მაიორი იური ივანოვი 2006 წლამდე, ვიდრე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) უფროსის მოადგილედ დაინიშნებოდა, ჩრდილოეთ კავკასის სამხედრო ოლქის დაზვერვას ხელმძღვანელობდა.
მისი დაღუპვის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ივანოვი რამოდენიმე დღის წინ "ბანაობისას დაიღუპა". ივანოვის დაღუპვის ადგილი და გარემოებები არ სახელდება.