პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაცის ექს-შეფი ანა ფოგიტა საქართველოსთან მიმართებაში პრეზიდენტ ბრონისლავ კომაროვსკის პოზიციის გამო თანამდებობიდან გადადგა.
"მხედველობაში ვიღებ, რომ ჩემი ხედვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე განსხვავებულია, გაცნობებთ თქვენ, ბატონო მინისტრო, რომ არ შემიძლია დავიკავო საერთაშორისო არენაზე ასეთი მნიშვნელოვანი პოსტი და უარს ვაცხადებ ჩემს მონაწილეობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამაში", _ ნათქვამია ანა ფოგიტას მიერ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რადისლავ სიკორსკისადმი გაგზავნილ წერილში.
ანა ფოგიტას აღშფოთება გამოიწვია პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომაროვსკის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებულმა კომენტარმა. კითხვაზე "შეუძლიათ თუ არა ქართველებს ისეთივე იმედი ჰქონდეთ თქვენი, როგორიც კაჩინკისი"?
კომაროვსკიმ უპასუხა: _ "ასეთი სახით ალბად არა. მე საზღვაგარეთ მხოლოდ იმისთვის არ წავალ, რომ ეს პრეზიდენტ სააკაშვილს სურს. ამავე დროს პოლონეთმა რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია ყველა ერების უფლებასთან დაკავშირებით თვითგამორკვევაზე და საკუთარ დამოუკიდებლობაზე. საქართველოს შემთხვევაში პოლონეთმა უარი არ უნდა თქვას იმაზე, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ პრინციპს: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია აქ შევცვალოთ აშშ-ს როლი, რომელიც როგორც ჩვენ გვეჩვენებოდა, მათ სურთ ითამაშონ და, შესაძლოა, სწორედ ამ დარწმუნების გამო პოლონეთის მხრიდან წარმოიშვა ძალიან შორს მიმავალი იმედები".
სიკორსკისადმი მიწერილ წერილში ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს განსაზღვრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კომაროვსკიმ გახმოვანა მთვარობასთან შეთანხმებული პოზიცია. შესაბამისად, იგი როგორც მთავრობის მიერ საერთაშიორისო ორგანიზაციაში ნდობა გამოცხადებული პირი ტოვებს თანამდებობას.
აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მისმა მოწიონააღმდეგე ძალებმა გააკრიტიკეს. აღინიშნა, რომ ეს სიტყვები არის პოლონეთის საგარეო პოლიტიკაში "რუსეთის ქმედებების, მათ შორის სამხედრო, უსიტყვო მხარდაჭერის ერის დასაწყისი".
პოლონეთის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოგიტა ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას საქართველოში. ამ რაგნში ის თბილისს ორჯერ ეწვია.