მცხეთის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დაიხურა.
როგორც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განმარტა, ვინაიდან საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, საქმის განხილვა უნდა დახურულიყო.
ცნობისთვის, 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.