ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მუცლის არეშია დაჭრილი და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობაც.