ბათუმში ე. წ. გარადოკში, სადაც შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, დასაქმებულმა პერსონალმა გათხრების დროს საბრძოლო მასალასა და ჭურვებს მიაგნო, რის გამოც მუშაობა დროებით შეწყდა.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული მონაცემებით, საბრძოლო მასალა ვადაგასულია და საშიშროებას არ წარმოადგენს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით იარაღი. გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვას გულისხმობს.