ვარშავაში სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულების სხოვნის მეორიალის მშენებლობას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მემორიალი პოლონეთის დედაქალაქში, პროფესორთა ხეივანში, სახედრო სასაფლაოზე აშენდება. მემორიალს ცნობილი პოლონელი სკულპტორის, მარაკ მოდერაუსის პროექტის მიხედვით ააშენებენ. იგი ორი ნაწილისაგან შედგება.
მემორიალზე ამოტვიფრული იქნება ტექსტი - "ეძღვნება სმოლენსკის ავიაკატასტროფაში დაღუპულ 96 ადამიანის ხსოვნას 10.04.2010".
როგორც ვარშავას მთავრობის პრესსამსახური იუწყება, მემორიალის მშენებლობა ამ წლის შემოდგომისთვის დასრულდება და მისი ღირებულება 650 ათას დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. კატასტროფას 96 კაცი შეეწირა, მათ შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე, ასევე ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები.