ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვას, რატომ არ უწოდებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ განვითარებულ მოვლენებს ოკუპაციას.
ანგელა მერკელის თქმით, ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად.
„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.