2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომაზე, რომელიც სომელის სანაპიროსთან მეკობრეობის საკითხს მიეძღვნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობას ამ პრობლემის მოგვრებისთვის ძალისხმევა არ დაუშურებია.
"ამის მიუხედავად, ჩვენ სეგვიზლია უფრომ მეტის გაკეთება. აუცილებელია შევიმუშაოთ საერთაშორისო წყლებში მეკობრეებთან ეფექტური ბრძოლის სამართლებრივი რეჟიმი", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მეკობრეების სისხლის სამართლებლივი დევნის შვიდი ვარიანტი შესთავაზა, თვით საერთაშორისო სასამართლო ორგანოს შექმნის ჩათვლით, ასევე საერთაშორისო ტრიბუნალის ან სასამართლო პალატის შექმნა.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება და ფინანსები სჭირდება.
პან გი მუნმა განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოს 11 სახელმწიფოში მიმდინარეობს გამოძიება 600 პირის მიმართ, რომლებიც ბოლო 18 თვის განმავლობაში მეკობრეობაში არიან ეჭვმიტანილნი.