მექსიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ერთ-ერთი რანჩოს შემოწმებისას 72 ადამიანის გვამი აღმოჩინეს, მათ შორის 14 ქალია.
სამარხები აღმოჩენილია ტამაულიპას რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რანჩოში, რომლსაც სავარაუდოდ ნარკომოვაჭრეები აფარებდნენ თავს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილები ეკვადორის, სალვადორის, ჰონდურასისა და ბრაზილიის მოქალაქეები არიან.
ესპანურმა მხარემ აღნიშნული ქვეყნების საელჩოებს უკვე მიმართა, რომ გვამების ვინაობის დადგენაში დაეხმარნენ.