დღეს, 26 აგვისტოს, ბათუმში კიდევ ერთი გასართობი ცენტრი გაიხსნება. "სუბლიმი" შავი ზღვის რეგიონში გამორჩეული გასართობი კომპლექსი იქნება ღამის კლუბით, რომელიც "გუდ ლაიფ ინვესტმენტის" მიერაა შექმნილი, დიზაინი კი იტალიელ დიზაინერ როსელა სტინას ეკუთვნის.
ცენტრის პროექტზე ლონდონელ მენეჯერთა ჯგუფი მუშაობს. მათი განცხადებით, "სუბლიმი" ქართულ საკლუბო სივრცეში ახალ ევროპული ნიშას დაიმკვიდრებს - ხმის, განათების სისტემებითა და გამორჩეული სერვისით.
"სუბლიმში", რომელიც ყოფილი სამხედრო კომისარიატის შენობაშია განთავსებული, ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
ღამის კლუბში მისულ სტუმრებს ლონდონის 2009 წლის "ქლაბ ევორდსის" საუკეთესო დიჯეის ტარიკ იბრაჰიმის მოსმენის საშუალება ექნებათ.