დღეიდან ადვოკატი ქეთი ბექაური ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით "ახალი მტკიცებულებების" გამოქვეყნებას დაიწყებს. ამის შესახებ ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" თავად განუცხადა.
"ახალი მტკიცებულებების გამოქვეყნებას დავიწყებთ, რომელიც ცოტნესთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადახედვის და საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდება", - განაცხადა ბექაურმა.
ამასთან, ადვოკატი დაზარალებულის - დავით ბაჯელიძის დაკითხვას მოითხოვს, რომლის დაჭრისთვისაც გამსახურდია დააკავეს.
"გამოძიებას დაზარალებული ბაჯელიძე ჯერ კიდევ არ დაუკითხავს, არადა ის უკვე კარგადაა და პალატაშია გადაყვანილი. აღნიშნულიც მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს", - დასძინა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია მეზობლის - დავით ბაჯელიძის დაჭრისთვის 27 ოქტომბერს დააპატიმრეს. მას განზრახ მკვევლობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბარლდებით ამჟამად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. გამსახურდია გლდანის მე-8 საპყრობილეშია მოთავსებული