თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ბერლინში "Young Euro Classics" 10-ე საიუბილეო ფესტივალის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა _საქართველოს სიმფონიეტამ არჩილ გიორგობიანის "აზარი" (აფხაზურ ენაზე "დატირება") შეასრულა და პირველი საპრიზო ადგილი აიღო.
ფესტივალის ფარგლებში (5-22 აგვისტო ) ჩატარდა კონკურსი, სადაც პირველად შესრულდა ახალგაზრდა კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
"Young Euro Classics" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია კლასიკური მუსიკის ფესტივალებს შორის და ის ბერლინში ყოველწლიურად იმართება.