უიტნი ჰიუსტონს დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი 1963 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. 2009 წელს ის „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიერ დასახელდა, როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოთი აღნიშნული მომღერალი. იგი აგრეთვე ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია, 200 მილიონი გაყიდული დისკით. გამოცემული აქვს შვიდი სტუდიური და ორი საუნდტრეკული ალბომი, რომლებიც აღინიშნა ალმასის, მრავალი გზის პლატინის, პლატინის ან ოქროს სერტიფიცირებით. ჰიუსტონის მოხვედრამ მუსიკალურ ჩარტებში და აქტიური გამოჩენა MTV-ის ეთერში, დაწყებული სიმღერით „How Will I Know“, შთააგონა სხვა აფრო-ამერიკელი შემსრულებელი ქალებიც.
უიტნი ერთადერთი შემსრულებელია, რომლის ზედიზედ შვიდი სინგლი „ბილბორდში“ #1 პოზიციაზე მოხვდა. ელტონ ჯონისშემდეგ იგი მეორე შემსრულებელი და ერთადერთი შემსრულებელი ქალია, რომელსაც მიღებული აქვს „ბილბორდ 200“-ის ორი #1 ჯილდო ალბომებისთვის. მისი სადებიუტო ალბომი იქცა ისტორიაში ქალი შემსრულებლის ყველაზე გაყიდვად დისკად. Rolling Stone-მა მას უწოდა 1986 წლის საუკეთესო ალბომი და დაასახელა 254-ედ „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომისსიაში“. მეორე ალბომი, Whitney (1987), იქცა პირველ ქალი შემსრულებლის პირველ ალბომად, რომელიც „ბილბორდ 200“-ში გამოსვლისთანავე #1 გახდა.
ჰიუსტონის სამსახიობო დებიუტი შედგა რეიჩელ მერონის როლში, რომანტიკულ თრილერში „პირადი მცველი“ (1992). მან აგრეთვე ჩაწერა სიმღერა ფილმის საუნდტრეკისთვის, დოლი პარტონის „I Will Always Love You“, რომელმაც მიიღო ოსკარი და იქცა ქალი შემსრულებლის მიერ გამოშვებულ ყველაზე გაყიდვად სინგლად. საუნდტრეკით, რომელმაც მიიღო გრემი წლის ალბომისთვის, Nielsen SoundScan-ის დაკვირვებით, ჰიუსტონი იქცა პირველ შემსრულებლად, რომელმაც ერთ კვირაში ალბომის მილიონზე მეტი ასლი გაყიდა. იმავე ალბომით იგი არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებელიც (#4 პოზიციაზე). უიტნი გამოჩნდა სხვა ფილმებშიც, როგორიც იყო „გამოსვლის მოლოდინში“ (1995) და „მღვდლის ცოლი“ (1996). უკანასკნელის საუნდტრეკი იქცა ისტორიაში ყველაზე გაყიდვად გოსპელურ ალბომად.
2012 წლის 11 თებერვალს, ჰიუსტონი იპოვეს გარდაცვლილი ბევერლი-ჰილტონის ნომერში (ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია). ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი ტრაგიკულად დაიხრჩო აბაზანაში, ხოლო ხელშემწყობ მიზეზებად დასახელდა გულის შეტევა და კოკაინის გამოყენება. მისი გარდაცვალების ამბავი დაემთხვა გრემის 2012 წლის დაჯილდოებას და ფართოდ იქნა განხილული ამერიკულ და საერთაშორისო პრესაში.