გერმანიის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი და ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დროებით ტოვებს პოლიტიკას, რათა საკუთარი მეუღლის სიცოცხლე გადაარჩინოს.
შტაინმაიერი საკუთარი მეუღლის დონორი გახდება, რომელსაც თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროება. გადაუდებელი ოპერაცია იმდენად სასწრაფოდ უნდა ჩატრდეს, რომ დონორის ძებნისთვის დრო არ რჩება.
შტაინაიერი იმედოვნებს, რომ პოლიტიკაში მიმდნარე წლის ოქტომბრისთვის დაბრუნდება.
"გადანერგვის ოპერაცია ამ კვირაში ჩატარდება. შესაბამისად მე რამდენიმე კვირა არ ვიქნები პოლიტიკურ არენაზე. ფრაქციისა და პარტიის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ იცის. მე ვთხოვე ფრაქციის ტავმჯდომარის მოადგილეს იოახიმ პოსს შეასრულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობა ჩემი არყოფნის პერიოდში. ოპერაციის შედეგებზე გაცნობებთ როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა", - განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.
შეგახსენებთ, რომ შტაინმაიერს წინა მთავრობაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-კანცლერის პოსტი ეკავა. იგი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწეა.