მექსიკელმა არქეოლოგებმა 10 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანის ნეშთი იპოვეს. მექსიკის ანთროპოლოგისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩონჩხი ნაპოვნია ნახევარკუნძულ იუკანტის ერთ-ერთ გამოქვაბულში, რომელიც ამჟამად წყლის ნაწილს აქვს დაფარული.
ექსპერტების განცხადებით, ნაპოვნი ნეშთი ერთ-ერთი უძველესია, რომელიც არქეოლოგების მიერ ამერიკის კონტინენტზეა ნაპოვნი.
საუბარია, სავარაუდოდ, ახალგაზრდა, მამრობითი სქესის ადამიანის ჩონჩხზე, რომელსაც მეცნიერებმა გამოქვაბულის სახელი "ჩან ხოლი" უწოდეს.
არქეოლოგებმა და სპალეოლოგებმა ჩონჩხი რვა მეტრის სიღრმიდან ამოიღეს, გამოქვაბულის სიღღმე კი 542 მეტრია.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, 10 წლის წინ წყლის დონე აღნიშნულ ადგილიდან 150 მეტრით დაბლა იყო და სავარაუდოდ იმ პერიოდის ადამიანი ამ გამოქვაბულს სამარხად იყენებდა.
მექსიკელ არქეოლოგებს ადრეც არაერთხელ აქვთ ნაპოვნი "ძველი ადამიანები" სხვადასხვა გამოქვაბულებში, რომელიც ნახევარკუნძულ იუკანტის და კინტანა-როოს შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს.