გაეროს უშიშროების საბჭომ და აშშ-მ სანქციები დააწესა ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას სავარაუდო მთავარი დამფინანსებლის მუჰამედ აბდალა ჰასან აბუ ალ-ხაირის წინააღმდეგ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, შავ სიაში შეტანილი საუდის არაბეთის მოქალაქეა და ის მთავარი ფიგურაა ტერორისტული ორგანიზაციის ფინანსურ სექციაში.
აბუ ალხაირი ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ-ლადენის სიძეა.
სანქციები გულისხმობს ალხაირის ნებისმიერი აქტივის გაყინვას, რომელიც აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, ამავდროულად ამერიკის მოქალაქეებს მასთან ეკრძალებათ რაიმე სახის კავშირი და საქმიანი ურთიერთობა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1975 წელს დაბადებული ალხაირი 2009 წელს საუდის არაბეთმა იმ 85 დამნაშავის სიაში შეიყვანა, რომელსაც მთავრობა ყველაზე აქტიურად ეძებს.