დღეს, 25 აგვისტოს, ცნობილ მსახიობს, შონ კონერის დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდება. შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი ტომას შონ კონერი 1930 წლის 25 აგვისტოს ედინბურგში, შოტლანდიაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ იოსეფ კონერი და ეუფანია ც. ეფი. მსახიობის პირველი მეუღლე იყო დაიანა კილენტო (1962-1973), 1975 წლიდან კი იგი მიჩელინა როქუენბრუნზეა დაქორწინებული.
შონ კონერი არის ოსკარის, ოქროს გლობუსის და BAFTA-ს მფლობელი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი. 1987 წელს მან მოიგო ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში "ხელშეუხებლები".
შონ კონერი კინემატოგრაფიაში 1954 წლიდან მოღვაწეობს. იგი უამრავ ცნობილ ფილმშია გადაღებული. ასრულებს სპაიკის როლს ფილმში "უკან დასახევი გზა მოჭრილია", მეფე რიჩარდ I-ის როლს ფილმში 'რობინ ჰუდი", ჯეიმზ ბონდის როლს ფილმებში "დოქტორი ნოუ", "რუსეთიდან სიყვარულით", "გოლდფინგერი", "სფერული ელვა", "შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ", "ალმასები სამუდამოდ", "არასოდეს თქვა არასოდეს" და სხვა.