აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯიმ კარტერი უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრება, რათა ამ ქვეყნის ერთ-ერთი ციხეში მყოფი აშშ-ის მოქალაქე, 30 წლის ანჯალონა მარი გომესი დაიხსნას.
თუ კარტერის ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა, ის იქნება ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ის მეორე ექს-პრეზიდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ციხიდან აშშ-ის მოქალაქებს დაიხსნის.
ანჯალონა მარი გომესი სამხრეთ კორეაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. გომესი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საზღვრის უკანონო გადალახვისთვის დააპატიმრა და 8 წლით იძულებით სამუშაო მიუსაჯა. მის ინტერესებს სასამართლოში შვედეთის სასამართლოს წარმომადგენლები იცავდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2009 აგვისტოში ფხენიანში იმყოფებოდა ბილ კლინტონი. მან ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებით შეძლო ჟურნალისტების, ლორა ლინისა და იუნუ ლის განთავისუფლება, რომლებსაც საზღვრის დარღვევის გამო 12 წლით იზულებითი სამუშაო ჰქონდათ მისჯილი.