ევროპის ეკონომიკის ზრდის შენელებული ტემპი შესაძლოა რეგიონის სახელმწიფოების საკრედიტო რეიტინგების დაწევის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ " Moody's investors Servuce-ის მოხსენებაშია აღნიშნული.
აღნიშნული მოვლენის მიზეზი ცალკეული სახელმწიფოების შესუსტებული შესაძლებლობებია, რათა მათ თავიანთი სისტემების დამატებითი რისკების ნივერილება შეძლონ. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფისკალური და ეკონომიკური გარდაქმნა, რომელიც აუცილებელია ვითარების სტაბილიზაციისთვის, სახელმწიფოს ვალებთან მიმართებაში საკმაოდ მტკივნეული იქნება ევროპული სახელმწიფოებისთვის. რისკებს შორის სუვერენულ რეიტინგებში გამოყოფენ საკრედიტო-საფინანსო სისტემის პრობლემებს, მკაცრი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნების აუცილებლობას რამდენიმე წლის განმავლობაში და ეკონომიკური ზრდის სიძნელეებს.
" Moody's investors Servuce-სპეციალისტებმა ადრე განაცხადეს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეინარჩუნებენ უმაღლეს საკრედიტო რეიტინგს _ AAA-ს, რადგანაც ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებმა დაიწყეს თავიანთი ბიუჯეტების დეფიციტის აქტიური შემცირება. ასევე გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყნების რეიტინგს საფრთხე არ ელოდა.