სოჭში, საზღვაო პორტის მიმდებარე მოედანზე, დაიდგა ცნობილი საბჭოთა ფილმის, "ბრილიანტის ხელის", სკულპტურული კომპოზიცია.
კომპოციზია ადგილობრივი ბიზნესმენების ხარჯით დაიდგა. მისი ავტორები არიან ვიაჩესლოვ ზვანოვი და ვიაჩესლავ ბუტაევი.
სკულპტურიულ კომპოიზიციაში ასახულია ფილმის კადრი, როდესაც გორბუკოვების ოჯახი სემიონ სემიონოვიჩს (იური ნიკულინი) საზღვარგარეთის კრუიზში უშვებს.
კომპოზიციის სოჭში დადგმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ფილმის გადაღებები სწორედ ამ ქალაქის პორტში მიმდინარეობდა.