ევროინტეგრაცია უკრაინის საგრეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ უკრაინის დამოუკიდებლობის მე-19 წლისთავზე ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის 19 წლის განმავლობაში უკრაინა პირველად მიუახლოვდა ევროკავშირის ასოცირებული წევრობის მიღებას.
"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება ამ გზაზე განმსაზღვრელი გახდება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგება ხელს არ უშლის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს, არამდე პირიქით ხელს უწყობს მათ.
"გაერთიანებულ ევროპას სჭირდება ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული უკრაინა, რომელიც რუსეთთან ერთად სტაბილურობის გამყარების გარანტორი იქნება", - აღნიშნა იანუკოვიჩმა