ცენტრალურ ატლანტიკაში წარმოქმნილმა ტროპიკულმა შტორმმა "Danielle" ქარიშხლის სიძლიერეს მიაღწია. უახლოეს ორ დღეში მისი სიძლიერე კიდევ უფრო გაიზარდება. ამის შესახებ მაიამიში, ქარიშხლების დაკვირვების ნაციონალურ ცენტრში განაცხადეს.
ამჟამად ქარის სიძლიერე შტორმის ეპიტცენტში 12კმ/სთ-ს აღწევს. ციკლონი ბერმუდის კუნძულებისკენ 27 კმ/სთ სიჩქარით მიემართება.
მეტოეოროლოგების განცხადებით უახლოეს ორ დღეში შტორმმა შესაძლოა, მესამე კატეგორიის ქარიშხლის სიძლიერეს მიაღწიოს და მის ეპიტცენტრში ქარის სიმძლავრემ 179 კმ/სთ და მეტი შეადგინოს.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ სათუოა ქარიშხალმა ხმელეთს მიაღწიოს და ის საფრთხეს მხოლოდ საზღვაო საშუალებებს შეუქმნის.
"Danielle" წელს მეოთხე ტრიპიკუული შტორმია, რომელიც ანტლანტიკის ოკეანეში წარმოიშვა. ამ რეგიონში ტრიპიკული შტორმების სეზონი 1-ელ ივნისს იწყება და 30 ნოემბრამდე გრძელდება. წელს მეტეოროლოგები სავარაუდოდ 20 ტროპიკული შტორმს ვარაუდობენ.