გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი არსებობდა და პროცესი დაწყებული იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რომ გუნდში შეიმჩნეოდა, თითქოს, დაკარგული იყო გუნდურობა და გუნდის დაშლის ეჭვი იყო“, – განაცხადა ბიძინა.
„თუ ყრილობაზე გამოსვლის დროს ამაზე მსუბუქი მინიშნება გავაკეთე, დღეს მოგახსენებთ, რომ არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო. ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი. დავინახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო, გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო. რაც ყრილობაზე ვთქვი, იყო მსუბუქად ნათქვამი, გუნდში უფრო ღრმა პრობლემები არსებობდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.