აშშ-ს ალაბამას შტატში ამიაკის გაჟონვის შედეგად 120 ადამიანია ჰოსპოტალიზებული. ოთხის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ამიაკის გაჟონვა ქალაქ ტეოდორში, ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა, რომელიც ქათმის ხორცის გადამუშავებით არის დაკავებული.
წინასწარი მონაცემებით, ამიაკის გაჟონვის მოცულობამ 1.5-დან 3 ათას ლიტრანდე შეადგინა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას რეკომენდაცია მიეცა არ გააღონ ფანჯრები და მოერიდონ ქუჩაში გამოსვლას.
ჰოსპიტალიზებულთა უმეტესეობა, რომელთა შორის, როგორც ქარხნის თანამშრომლები, ასევე ქალაქის მცხოვრებნი არიან, სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივიან.
ექიმების განმარტებით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და გართულებები მოსალოდნელი არ არის.
ქარხანაში ამიაკი ქათმის ხორცის გასაყინად გამოყენება, რომელიც შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნება.