თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.
მათივე ცნობით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა.
ცნობისთვის, თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს.