თურქეთი ნაციონალური საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან საბერძნეთის, ერაყის, ირანის და რუსეთის ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" თურქულ გაზეთ " Milliyet " დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახმად, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას ოქტომბერში თურქეთის ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღებენ. ამ დრომდე აღნიშნული ოთხი ქვეყნა ე.წ. წითელ წიგნში შეტანილია, როგორც "კონკრეტული საფრთხის" შემცვლი სახელმწიფოები.
ახალი ვერსიით, კი იგეგმება, რომ ირანი, ერაყი, საბერძნეთი და რუსეთი გამოცხადდეს "მოკავშირეები, რომელთანაც თანამშრომლობა შეიძლება".