დელის მახლობლად, უთარ-პრადეშის შტატში დასახლებულ პუნქტში ორი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი გაირადიცვალა, ხოლო 10-ის სამძებრო ღონისძიებები ნანგრევებში ამ დრომდე მიმდინარეობს. იტყობინება ტელეარხი NDTV.
მინიმუმ 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შეიძლება ნანგრევებში იყვნენ მოქცეული. კერძოდ საუბარია 1 წლის ასაკის გოგონაზე, მის მშობლებსა და ბებიაზე.
არხის მონაცემებით, ექვსსართულიანი შენობა, რომელიც სამშენებლო ფაზაში იყო, გვერდით მდგომ ოთხსართულიან შენობაზე ცამოინგრა. ნგრევის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. თვითმხილველთა თქმით, შენობაში 18 ოჯახი ცხოვრობდა.
ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები. მასში ჩართულია 400 მდე სახანძროს, პოლიციის და სპეციალიზირებული საგანგებო სამსახურის თანამშრომელი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა სამი ადამიანი. ასევე დაკავებულია მშენებარე შენობის მფლობელიც.