ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: ფეთთარ სუნა, რემზი გუნეში და მულაზიმ თემურის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა თითოეულს 2 000 ლარის ოდენობით, რომელიც მათ მიერ იქნაუზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ N1სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N6 სასაზღვრო სექტორის (ჩირუხი) დასაცავ მონაკვეთზე, მესაზღვრეებმა, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ფეთთარ სუნა, რემზი გუნეში და მულაზიმ თემური 15 აგვისტოს დააკავეს.