ისრაელსა და პალესტინას აქვთ შესაძლებლობა მსოფლიო გააკვირვონ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც ბოლოს მოუღებს ათწლეულების კონფლიქტს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ განაცხადა.
"ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ ყველა, ვისაც ეჭვი ეპარება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება სერიოზული პარტნიორი. თუ ჩვენ გვეყოლება სერიოზული პარტნიორი, მაშინ ჩვენ ხელს მოვაწერთ ისტორიულ შეთანხმებას", _ განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ორივე მხარე ურთიერთდათმობაზე უნდა წავიდეს.
ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები სამი პრინციპის საფუძველზე უნდა წარიმართოს: პირველი- აუცილებელია ხელშეკრულების ხელმოწერა უსაფრთხოების სფეროში. მეორე _ პალესტინელებმა ისრაელი სახელმწიფოდ უნდა აღიარონ. ამავდროულად აუცილებელია გადაიჭრას პალესტინელი დევნილების საკითხი პალესტინის მომავალ სახელმწიფოში. მესამე _ პალესტინის სახელმწიფო დემილიტარიზეული უნდა იყოს.
"შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის ნიშნავს კონფლიქტის დასრულებას. თუ ეს პრინციპები დაცული იქნება მშვიდობაც მიიღწევა", _ განაცხადა ბენიამინ ნეტანიაღუმ.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელ- პალესტინის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. 1-ელ სექტემბერს ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაღუს, პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს, ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარექს, და იორდანის მეფეს აბდალა მეორეს შეხვდება.
მხარეთა მოლაპარაკებებს მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების "კვარტეტი" _ აშშ, რუსეთი, გაერო და ევროკავშირი.