პოლონეთში ორ დღიანი მაღალი სიცხის შემდეგ მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ზომა სეტყვა მოვიდა. 15-წუთიანი ქარიშხლის და სეტყვის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაქცეულია ასობით ხე, მეხის ჩამოვარდნამ კი რამდენიმე ხანძრის კერა გააჩინა.
10 წუთის განმავლობაში სამაშველო სამსახურში ასზე მეტი გამოძახება შევიდა. წაქცეულმა ხეებმა სახლები და ავტომანქანები დაზიანა, ჩახერგა გზები.
ბოლო თვეების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში ეს ქარიშხლის, სეტყვისა და ძლიერი წვიმების პირველი შემთხვევა არ არის.
კლიმატოლოგი, პროფესორის მიროსლავ მენტუსი აცხადებს, რომ ბუნებრივი ანომალიები ადრეც იყო, თუმცა ასეთი ინტენსიობით არა.
"ხდება ექსტრემალური მოვლენების ინტენსიფიკაცია, თუმცა ჩვენ ადგილი არ გავაქვს კლიმატის სწრაფ ცვლილებებთან, რადგან ამინდის ასეთი ცვალებადობა უკვე წლებია შეიმჩნევა", - განაცხადა მან.