მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტს დაემატა ახალი სერვისი: ყველა ტიპის (თავის ტვინის, ძვლების, რბილი ქსოვილების, თირკმლის, ღვიძლის, სასქესო ორგანოების) სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მართვა.
დეპარტამენტში შესაძლებელია:
- ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა, ბიოფსია და ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა. აუცილებლობის შემთხვევაში მასალა იგზავნება გერმანიაში, ქ. კილის რეფერალურ პათოლოგიის ინსტიტუტში. ეს უკანასკნელი კვლევა უფასოა, მას აფინასებს გერმანული მხარე.
- დაავადების სტადირება - მაღალი რეზოლუციის მ.რ.ტ და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც სრულდება მაღალი კვალიფიკაციის რადიოლოგების მიერ.
- ქიმოთერაპია - უახლესი გერმანული და ამერიკული პროტოკოლებით, უფასოა პაციენტისთვის, მას ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის და სოლიდარობის ფონდი ქიმოთერაპიის გართულებების მართვა
- მძიმე შემთხვევების მართვაში მონაწილეობენ გერმანელი კოლეგები ქ. ფრაიბურგის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიდან, თავის ტვინის სიმსივნეების მართვისთვის კი შექმნილია ტუმორ-ბორდი გერმანელი ნეიროქირურგის და ქართველი რადიოლოგის, სხივური თერაპევტის, ნევროლოგის და ონკოლოგის მონაწილეობით.
- სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა მოიცავს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლინიკებს, ეს უკანასკნელი ასევე უფასოა პაციენტისთვის და ყველა ხარჯს ფარავს სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო.