რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა.
მსახიობი 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. ის რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“).