მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დაგმობის მიზნით განკარგულების გამოცემას აპირებს.
როგორც გიმპუმ ტელეარხ "პუბლიკასთან" საუბარში განაცხადა, საჭიროა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.
"მიმაჩნია საკუთარ ვალდებულებად ვილაპარაკო სიმართლე როგორც დღევანდელ დღეზე, ასევე ისტორიულ მოვლენებზე. ჩვენ, ახალი თაობა სიმართლით უნდა აღვზარდოთ. ჯანსაღი საზოგადოების შექმნა შეუძლებელია, თუ სიმართლის პოლიტიკას სიცრუისა და უსამართლობის პოლიტიკა ცვლის", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
მისი თქმით, იგი ასევე აპირებს დამოუკიდებლობისა და მშობლიური ენის დღეებთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისად 27 და 31 აგვისტოს აღინიშნება, ხელი მოაწეროს განკარგულებას რიგი პირების დაჯილდოების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს მიხაი გიმპუმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას 28 ივლისის "საბჭოთა ოკუპაციის დღედ" გამოცხადების შესახებ, რომელმაც განსაკუთრებული ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთში გამოიწვია. საპასუხოდ, ოფიცილური მოსკოვი კვლავ უხარისო მოლდოვურ ღვინოებზე ალაპარაკდა.
ცნობისთვის, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტია, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მონისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა და სსრკ-ს მხრიდან საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა.
ხელშეკრულებას თანდართული ქონდა საიდუმლო ოქმი აღმოსავლეთ ევროპაში ურთიერთინთერესების გამიჯვნის შესახებ "ტერიტორიული და პოლიტიკური" გადანაწილების" შემთხვევისთვის.
ოქმი ითვალისწინებდა ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, აღმოსავლეთ პოლონეთის და ბესარებიის საბჭოთა კავშირის ინტერესების სფეროში ჩართვას ლიტვისა და დასავლეთ პოლონეთისა კი გერმენიის ინტერესების სფეროში.