ირანზე ნებისმიერი თავდასხმა სამხედრო თვითმკვლელობის ტოლფასია, _ ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა განაცხადა.
"ყველაზე გულუბრყვილო ამერიკელი პოლიტიკოსებიც კი მიიჩნევენ, რომ ირანზე თავდასხმა სამხედრო თვითმკვლელობის ტოლია", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის გაშვების კვლადაკვალ, ირანმა სამხედრო სიძლიერის დამადასტურებლად საკუთარი წარმოების უპილოტო ბომბდამშენის "კარარის" დემონსტრირება მოაწყო.
უპილოტო თვითმფრინავის გამოცდას, ქვეყნის პრეზიდენტი და სამხედრო მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ირანმა ბუშერის ატომური ელექტოსადგური გაუშვა.