12-19 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) გაიმართება. საიუბილეო ფესტივალის საერთაშორისო კონკურსის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი ირანელი კინორეჟისორი აბას კიაროსტამი.
კინოფესტივალის მსვლელობისას მოეწყობა აბას კიაროსტამის რამდენიმე ფილმის ჩვენება, მათ შორის, მისი ბოლოს ფილმის, რომლის პრემიერაც 2010 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება ასევე აბას კიაროსტამის მასტერკლასი და პრესკონფერენცია.