დღეს, 11:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების კომისია შეიკრიბება. კომისია 230 პატიმრის საქმეს განიხილავს.
შეწყალებაზე განაცხადის მქონე პატიმრების 230-კაციანი სიიდან 12 არასრულწლოვანია, 17 კი - ქალი.
პატიმრებს, ტრადიციულად, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე იწყალებენ. კომისიის სხდომა 11.00 საათზე დაიწყება.