ერთობლივი რუსულ-ირანული საწარმო, რომელიც ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაციას განახორციელებს, ორი წელი იარსებებს. ამის შესახებ "როსატომის" ხელმძღვანელმა სერგი კირიენკომ განაცხადა.
პირველ ეტაპზე საწარმო თანაბარ პარტნიორულ საწყისზე შეიქნება შემდეგ კი მასში რუსეთის წილი შემცირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ატომური ელექტროსადგურისთვის საწვავის მიწოდებას რუსეთი განახორციელებს, ხოლო გამომუშავებული ბირთვული საწვავი რუსეთშიც გაიგზავნება.
კირიენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გააგრძელებს ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომობას. კერძოდ, რუსეთი მზადაა თეირანს რადიოაქტიური "მოლიბდენ-99" და "იოდი-131" მიაწოდოს, რომელიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება.