თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ბეტონის ფილის გამაგრებით სამუშაოების დროს 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა ენუქიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც მუშები ბეტონის ღობეს ამაგრებდნენ. ერთ-ერთი მუშა ბეტონის ფილის ქვეშ მოყვა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამართალდამცველები და კრიმინალისტები, რომლებიც მომხდარს იკვლევენ.