მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალის სექციაში FOCUS ON WORLD ორი ქართული ფილმი მოხვდა _ ალეკო ცაბაძის "რენე მიდის ჰოლივუდში" და ლევან კოღუაშვილი "ქუჩის დღეები".
ორივე ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი. აღნიშნული სექცია ემსახურება ფესტივალის მისიის გაძლიერებას, როგორც "მსოფლიო კინოფესტივალი".