აშშ სალმონელას გავრცელების საფრთხის გამო სავაჭრო ქსელიდან მილიონობით კვერცხს ამოიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ქსელიდან უკვე ნახევარი მილიონი კვერცხი ამოღებულია.
დაავადებული კვერცხი კი ჯერ-ჯერობით აიოვასა და მენის შტატებში ფერმებში იქნა დაფიქსირებული.
ამჟამად სპეციალისტები სხვადასხვა შტატების მეფრინველეობის ფერმებს ამოწმებენ. თუმცა ჯერ-ჯერობით დაავადებული კვერცხი მხოლოდ ხუთ ფერმაშია აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ში იზრდება სალმონელოზი დაავადებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის 14 შტატში დაავადება ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინა.